ჩაბარების ვადა:

19 აგვისტო 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4186 - ტენდერი ზამთრის უნიფორმების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge  

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებული პირებისთვის ზამთრის უნიფორმების დამზადებაზე. 

სატენდერო მოთხოვნები:

ზამთრის უნიფორმა
ქურთუკის აღწერილობა

  • ქურთუკი უნდა იყოს დათბილული და ქონდეს სასარჩულე ნაჭრის (პრიალა) სარჩული, დალიანდაგებული ზოლებით.
  • გულის შიდა ჯიბე (არ არის რენდერ N1-ზე მოცემული, მაგრამ იგულისხმება) უნდა განთავსებულ იქნას ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს და მისი ზომები უნდა იყოს. სიგანე - 17 სმ; სიღრმე 18 სმ.
  • ქურთუკის გარეთ, ზედა ჯიბეები უნდა შეიკვრას ელვით. სიგანე - 17 სმ; სიღრმე 18 სმ.
  • ქურთუკის ზედა მარცხენა ჯიბის ზემოთ უნდა იქნას ამოქარგული კომპანიის ლოგო, კომპანიის დასახელების წარწერით: „ფრეგო“ “FREGO”, რენდერი N2-ს მიხედვით.
  • ქურთუკის ქვედა შიდა ჯიბეების ზომები უნდა იყოს (შიგნიდან მიკერებული)შემდეგი: სიგანე - 18 სმ; სიღრმე -20 სმ. ზემოდან გადმოწეული 5 სმ-იანი ჯიბის საფარით. საფარი უნდა იყოს ფხრიწებით (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ).
  • მანძილი ქვედა ამრეკლ ზოლსა და ქვედა ჯიბეს შორის უნდა იყოს 11 სმ.
  • ქურთუკის ჯიბეების სარჩულის მასალა უნდა იყოს: იგივე ნაჭრის, რომლისგანაც შეკერილი იქნება უნიფორმა.
  • ქურთუკზე ამრეკლის თითოეული ზოლის სიგანე უნდა იყოს 3 სმ. ამრეკლ ზოლებს შორის მანძილი - 3 სმ.
  • ქურთუკის ქვედა წითელი ზოლი უნდა იყოს 10 სმ.
  • ქურთუკის სიგრძე წელს უნდა სცილდებოდეს 10 სმ-ით ქვევით.
  • ქურთუკის უკანა მხარეს უნდა ამოიქარგოს ლოგო, კომპანიის დასახელების წარწერით: „ფრეგო“ “FREGO”, რენდერი N3-ს მიხედვით. 

შარვლის აღწერილობა:

  • შარვლის წელი უნდა იყოს წელვადი (რეზინით) N6 საქამრით.
  • შარვალი უნდა შეიკვრას ერთ ღილზე და ელვაზე.
  • შარვლის ზედა ჯიბეები 20სმ. -სიღრმის. რენდერ N1-ში მითითებული ოვალით.
  • შარვლის ქვედა ჯიბეები - გარედან მიკერებული გადმოსადები 5 სმ-იანი წითელი ფერის საფარით, მოკლე ფხრიწებით გვერდებზე (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ) ჯიბის სიგანე 18 სმ. სიღრმე 20 სმ. ჯიბის სიგრძე არ უნდა გასცდეს მუხლის სახსარს.
  • შარვლის უკანა ჯიბეები - გარედან მიკერებული გადმოსადები წითელი ფერის 5 სმ-იანი საფარით მოკლე ფხრიწებით გვერდებზე (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ) ჯიბის სიგანე -18 სმ; სიღრმე - 20 სმ.
  • შარვლის ყველა ჯიბის სარჩულის მასალა უნდა იყოს: იგივე ნაჭრის, რომლისგანაც შეკერილი იქნება უნიფორმა.
  • შარვალზე ორივე მხარეს ამრეკლის თითოეული ზოლის სიგანე უნდა იყოს 3 სმ.. ამრეკლ ზოლებს შორის მანძილი - 3 სმ.
  • შარვალზე ამრეკლი ზოლებს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს:3 სმ-ს.
  • შარვლის ჯიბეების სარჩული უნდა იყოს დათბილული.

გამოყენებული მასალა:
უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მატერია უნდა იყოს წყალგაუმტარი („პლაშოვკა“). მნიშვნელოვანია მატერია, რითიც დამზადდება უნიფორმა. ამიტომ გთხოვთ შემოგვთავაზოთ მასალის სახეობები და გარდა ამისა რენდერის მიხედვით შეკერილი ერთი ცალი უნიფორმა.

უნიფორმის ზომა S M L XL XXL XXXL XXXXL უნიფორმების რაოდენობა (ცალი)
უნიფორმის რ-ბა 13 33 36 42 16 3 3 146


გთხოვთ განფასება შემოგვთავაზოთ 2018 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე:tamar.kakabadze@frego.ge :

  • ზამთრის უნიფორმების განფასება (ქურთუკის და შარვლის ცალ-ცალკე);
  • ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.
  • შეკერილი უნიფორმის (ქურთუკი, შარვალი) ნიმუში.

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები