ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T421 - ტენდერი რიგის კონტროლის ელექტრონული სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ აცხადებს ტენდერს რიგის კონტროლის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – საქონელი) შესყიდვის მიზნით 50 კვ. მ. მომსახურების ტერიტორიისთვის.

რიგის კონტროლის ელექტრონული სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • რიგის ნომრის ელექტრონული ტაბლო, რიგის კონტროლის მართვის პანელით – 7 (შვიდი) ერთეული;
  • ბილეთების გასაცემი აპარატი – 1 (ერთი) ერთეული;
  • ძირითადი ტაბლო – 2 (ორი) ერთეული.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი - თითოეულ ერთეულზე წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ–ცალკე, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები);
  • მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების და მონტაჟის ღირებულება;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა;
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
  • საქონელზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაცია.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია;

მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად  (ერთი დედანი, ერთი ასლი), ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის 11  მარტიდან 2015 წლის 25  მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს/პირებს:

გიორგი დგებუაძე; 593 690 569, giorgi.dgebuadze@alpha.ge
შოთა გელაშვილი; 577 654 400, shota.gelashvili@alpha.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ