ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4221 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე ბანაკის მოწყობისთვის

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ დაარსა 2001 წელს და ამავე წლიდან სხვადასხვა ფონდისა და დონორი პარტნიორების დახმარებით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ (საარჩევნო მიმართულებით) განათლებას, ქალების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ახალგაზრდების გაძლიერებას და ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით.

ორგანიზაციის ძირითად მიზნებია:

  • აზერბაიჯანელ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ;
  • ქალებისა და ბავშებისათვის კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების წარმართვა;
  • აზერბაიჯანელ ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების დონეებზე;
  • გენდერული ძალადობის აღმოფხვრა;
  • ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა;
  • ”მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების ხელშეწყობა.

ტენდერის დასახალება: ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე ბანაკის მოწყობისთვის.

  • პროექტი: „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ (Youth Empowerment through Living Values)
  • ფინანსური მხარდამჭერია: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა.
  • პროექტის პარტნიორები: საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო), და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)
  • პროექტის მიზანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, რაც უნდა მიიღწეს ორივე ქვეყნის სამიზნე რეგიონებში განთავსებულ სკოლებში ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცენტრების დაარსების საშუალებით, რომლებიც შეასრულებენ ადგილობრივი სოციალური და საზოგადოებრივი გამტარის ფუნქციას.
  • პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელი- 2018 წლის 7 მარტიდან და 2019 წლის 7 მარტამდე

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი: დოკუმენტაცია წარმოდგენული უნდა იყოს თქვენთვის სასურველ ენაზე (ქართულად ან ინგლისურად) შემოთავაზებები მიიღება არაუგვიანეს 2018 წლის 16 აგვისტოს თბილისის დროით 12:00 საათამდე, შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით: azeriwomen@yahoo.com 

ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან დაკავშირებული შეკითხვებით გთხოვთ, ელ.ფოსტით: azeriwomen@yahoo.com  შეკითხვები უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ ოფიციალურად ჩაითვლება მხოლოდ წერილობითი პასუხები, რომელთაც ექნებათ კონკრეტული დატვირთვა და შემდგომი შეფასება სატენდერო პროცესში. ნებისმიერი სიტყვიერი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულ იქნება კავშირის თანამშრომლების მიერ, არ ჩაითვლება ოფიციალურ ინფორმაციად სატენდერო პროცესში.

  • გადასახადი და დღგ: პროექტი „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ (Youth Empowerment through Living Values) გათავისუფლებულია დღგ-სგან.
  • სატენდერო განაცხადი: სატენდერო განაცხადში უნდა იყოს ფიქსირებული ფასი, მოიცავდეს ყველა საკითხს მიღებისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით. მიღებული სატენდერო განაცხადები ვადის ამოწურვიდან 30 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში. სატენდერო განაცხადები მიიღება ოფიციალურ ბლანკზე ან ფორმატში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • წარდგენილი თანხა უნდა მოიცავდეს მთლიან ოდენობას, შეთავაზებები უნდა იყოს ძალაში მინიმუმ 30 დღის განმავლობაში ტენდერის ვადის გასვლის შემდეგ. დამატებითი მომსახურება, როგორიცაა სასაწყობო მომსახურება, უნდა იქნეს ცალკე მითითებული.
  • ტენდერში მონაწილე ფირს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საქონლის მიწოდების ადგილი: მარნეული, გიორგაძის ქ. 3ა, სართული 1
  • ანაზღაურება: კონტრაქტის ხელმოწერიდან მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში
  • შემოთავაზება მიღებული იქნება გარკვეული დროის შემდეგ და განიხილება მოგვიანებით, „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ უფლებამოსილების შესაბამისად.
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირთან
  • ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

სამუშაოს ტექნიკური დავალების აღწერილობა და მომსახურებათა ჩამონათვალი:

ბანაკი უნდა მოეწყოს - სავარაუდო თარიღი 2018 წლის 30 აგვისტოდან სექტემბრის თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბანაკის ხანგრძლოვობა შეადგენს 7 დღეს. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 16-24 წლამდე 40 ახალგაზრდა და 10 წევრი - ადმინისტრაციის, ტრენერების წარმომადგენლობით . პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბანაკის მოწყობა უნდა მოხდეს ბორჯომის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
  • ბანაკის მონაწილეებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, სუფთა სველი წერტილებით, სუფთა სასმელი წყლით, 24 საათიანი წყლის (ცივი/ცხელი) და დენის მიწოდებით;
  • სასტუმრო აღჭურვილი უნდა იყოს, საძინებელი ოთახებითა მინიმუმ და სრული საძინებელი კონპლექტით 50 პერსონაზე;
  • ტერიტორია უნდა მოიცავდეს საცხოვრებელ ოთახებს, სასადილო სივრცეს, სატრენინგო დარბაზს, ტერიტორიას (კეთილმოწყობილი ეზო და დახურული დარბაზი) გასართობი და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად;
  • სამზარეულოს ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის პრინციპებს და იძლეოდეს საკვების სუფთა გარემოში მომზადების საშუალებას, სამზარეულო აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით (გაზქურა, მაცივარი და ა.შ);
  • ბანაკის ჩატარების ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი დიდი კაფეტერიით (სასადილო ოთახი), სადაც შესაძლებელი იქნება 50 ადამიანის ერთიანად განთავსება და დღეში სამჯერ კვებით უზრუნველყოფა;
  • ბანაკის გარე და შიდა პერიმეტრის (ეზოს, სპორტული აქტივობებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის, ტექნიკური, საცხოვრებელი, სატრენინგო, სასადილო ოთახების და სხვა) დასუფთავება უნდა განხორციელდეს დღეში ერთჯერ, ხოლო სამზარეულოს და სველი წერტილების დასუფთავება მინიმუმ დღეში ორჯერ, შესაბამისი წესების დაცვით;
  • სამზარეულო და სხვა ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან უნდა განხორციელდეს ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით;
  • ტერიტორიაზე გამოიყოს ცეცხლის დასანთები, უსაფრთხო ადგილი, შესაბამისი ხის მასალის მოწოდების ჩათვლით;
  • პრეტენდენტი ვალდებულია დამკვეთს წარუდგინოს ინფორმაცია, რომელიც შასაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ბანაკის მონაწილეებს ან პერსონალს და აცნობოს სხვა მნიშნველოვანი გარემოებების, რისკების და აღნიშნული რისკების შერბილების მეთოდების შესახებ;
  • ბანაკის ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა
  • დაუშვებელია ბანაკის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასტუმროს ტერიტორიაზე უნდა ფუნქციონირებდეს უკაბელო დაცული ინტერნეტ მომსახურება;
  • სასურველია სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს ტელეფონი შიდა (საქართველოს ფარგლებში) ზარებისთვის;
  • სასურველია ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს პროექტორი, აუდიო სისტემა და დამატებითი მოწყობილობები, პრეზენტაციის ან/და კონო სეანსის გასამართად;
  • სასურველია პრეტენდენტმა გამოყოს კარვები მათი არსებობის შემთხვევაში;
  • სასურველია ცალკე ფაილით დაერთოს მენიუ (კერძის მოცულობის მითითებით).
  • სასურველია ერთ ოთახში განთავსდეს 3-4 მონაწილე.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილებით პრეტენდენტი ეთანხმება, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის (პირის) რეკვიზიტები (სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი, მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
  • ფასების ცხრილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება