ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T428 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებეს ტენდერს ბანკი ,,რესპუბლიკას“ საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.

სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.

განფასება

  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ–ის ჩათვლით, მეასედებამდე დამრგვალებით;
  • შერჩევის მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2 დღეში ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები.

შეფასების კრიტერიუმები

  • შემოთავაზებული ფასი/ღირებულება;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი;
  • მოწოდების ვადა;
  • კომპანიის პროფილი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

კომპანიების მიერ შემოთავაზება ბანკ რესპუბლიკას ეგზავნება შემდეგ მისამართზე: 

ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის #2, ტელ: 290 90 90 (შიდა 1615)

თქვენი წინადადების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ასლი მოთავსებული უნდა იყოს ორ დალუქულ კონვერტში და თან უნდა ახლდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM/Flash).

ამობეჭდილი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • განფასების ცხრილი #3 მუხლის მიხედვით;
  • კომპანიის პროფილის სრულყოფილად შევსებულ და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ფორმას (დანართი #1)
  • კომპანიის უახლეს ამონაწერს ბიზნესის რეესტრიდან;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია ანგარიში გახსნას ბანკ „რესპუბლიკაში“, რომელზეც მოხდება შემდგომ ანგარიშწორების განხორციელება;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ