ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T432 - სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 40000-მდე კლიენტურას საქართველოში.

სამუშაო პირობებისა და კლიენტებთან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბათუმის  ფილიალში, მდებარე ჭავჭავაძის #34, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოს მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სს “კრისტალი” აცხადებს ტენდერს საქართველოში მომუშავე ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც ამ სფეროში გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და დადებითი იმიჯი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა დახურულ პაკეტებში უნდა წარმოადგინონ:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შესრულებული სამუშაოების ნუსხა
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია)
  • ხარჯათაღრიცხვა
  • მომსახურების პირობები (სამუშაოს დაწყების შესაძლო თარიღი; შესრულების ვადები და ა.შ).
  • საგადასახადო შედარების აქტი

პაკეტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება, მისამართი, შემომტანი პირის საკონტაქტო ინფორმაცია და ტენდერის შინაარსი.

განაცხადების მიღების ბოლო დღიდან 1 კვირის განმავლობაში ორგანიზაციის სპეციალური სატენდერო კომისიის მიერ მოხდება შემოთავაზებული წინადადებების განხილვა (პაკეტების გახსნა) და მისაღები ვარიანტის შერჩევა.

ტენდერის #LOG-02/15/BT

ს/ს მისო “კრისტალი” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 2 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, მოცულობები, კონსტრუქციული ნაწილი და ანტრესოლის მოწყობის პროექტი იხილეთ თანდართულ ფაილში. საჭიროების შემთხვევაში ფართის სრული არქიტექტურული პროექტის მისაღებად (პირველი სართულის პროექტის ჩათვლით) დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ სატელეფონო ნომერს.

დაინტერესებულმა პირებმა 2015 წლის 25 მარტის 17:00-მდე ზემოთაღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი. ნიკეას #22
ტელ: (+995 0431) 25 22 55;
ელ-ფოსტა: admin@crystal.ge
ვებ-გვერდი: www.crystal.ge
საკონტაქტო პირი:
ონისე კოკელაძე 593195319

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ