ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T434 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქინვესტი“ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების მიზნით იწვევს პირებს, ქ. თბილისში, რ. აგლაძის ქ. 32-ში (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 01.13.05.004.206):

ლოტი I: 168 გრძ. მეტრი საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ინტერესის გამოსახატავად;

ლოტი II: 5400 მ2 მოედნის საფუძვლის მომზადებაზე ინტერესის გამოსახატავად;

ლოტი III: 5400 მ2 ფართზე 8 სმ. სისქის ფილაქნის დაგებაზე ინტერესის გამოსახატავად.

წინადადება უნდა მოიცავდეს: ხარჯთაღრიცხვას და მომსახურების შესრულების გრაფიკს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შესასრულებელ სამუშაოზე იხილეთ თანდართულ ფაილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული მინიმუმ 5 მშენებლობის არსებობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები;
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის (პრეტენდენტის პერსონალის) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების ფასი ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; წინადადებაში მოცემული, თითოეული სამუშაოს ღირებულება მითითებული უნდა იქნას ცალ-ცალკე.
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • წინადადების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.
  • ლოტებზე წინადადებები შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ცალ-ცალკე ან ერთად.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ფოსტით ან ელ-ფოსტით, არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტის 18:00 საათისა.

შპს „საქინვესტი“
მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. 32
ტელ: 234 75 87
ელ.ფოსტა: info@saqinvesti.ge

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში – 09:30-დან 18:30 სთ-მდე, ტელეფონის ნომრებზე: 235 56 23, 599516160; საკონტაქტო პირი: გიორგი გილაური.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ