ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T444 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ FMH ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.FINCA.org , www.FINCA.ge

სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვაზე.

აპარატურის ჩამონათვალი

# აღწერა რაოდენობა
1 გარე პერიმეტრის კამერა (IP) 7
2 შიდა პერიმეტრის კამერა (IP) 22 (აქედან 8 მოლარის კამერა და 16 პერიმეტრის)
3 ქსელური ვიდეო ჩამწერი (NVR) 1
4 ვიდეო მეთვალყურეობის სერიის მყარი დისკი 8-16 (ჩანაწერის შენახვის ვადის მიხედვით)

ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილად.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • შესაბამისი საქონლის მოწოდება და მონტაჟი;
  • აპარატურის განლაგების ნახაზისა და სამონტაჟო სქემის შემუშავება;
  • დამონტაჟებული აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და ფინკა ბანკი საქართველოს მოთხოვნებზე მორგება.

ქსელურ ჩამწერებზე და ვიდეო კამერებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;

საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უნდა განხორციელდეს 3 დღის განმავლობაში;

სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ვიდეო ჩანაწერების ცენტრალური არქივაციის (სარეზერვო კომპიების შექმნის) ტექნიკური გადაწყვეტილება. ქსელური არხის გამტარობა კლიენტსა და სერვერს შორის არის 10Mb.
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზებული IP კამერების, ქსელური ჩამწერის და IP კამერების პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლები/სპეციფიკაციები და ვიდეო არქივაციის გადაწყვეტილება, სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2015 წლის 8 აპრილამდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება: „ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა“

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: gdvali@finca.ge; tchomakhidze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ