ჩაბარების ვადა:

6 აპრილი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T450 - ტენდერი სიმინდის ტაროს ამღები აგრეგატის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ფასთა შედარებას ახალი ან მეორადი სიმინდის ტაროს ამღები აგრეგატის შესარჩევად.

ტენდერი მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ფასი დღგ-ს გარეშე დანართში მითითებული საქონლისთვის;
  • მიუთითეთ მიწოდების პერიოდი. აგრეგატი ჩატანა უნდა მოხდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თემში "ტოლები".
  • მიუთითეთ გადახდის პირობები;
  • მიამაგრეთ ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

მერსი ქორფსი არ აანაზღაურებს ფასთა შედარებაში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2015 წლის 6 აპრილი 18:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

Sandro Jangirashvili
Procurement/Logistic Assistant
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: 5 99 40 10 14
Email: ajangirashvili@mercycorps.ge 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ