ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T469 - ტენდერი ლაბორატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტში შეიცვალა დანართი 1.1.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს შემდეგ აპარატებსა და შესაბამისი რეაგენტების შესყიდვაზე:

  • იმუნოჰემატოლოგიური ცენტრიფუგა და იმუნოჰემატოლოგიური თერმოსტატი (დანართი 1.1) შენიშვნა: შესაძლოა შესასყიდი ორივე აპარატი წარმოდგენილი იყოს ერთ სისტემაში
  • სხვადასხვა კრიტიკული პარამეტრების (ტროპონინი I, D დიმერი, პროკალციტონინი და სხვ.) განმსაზღვრელი ანალიზატორი (დანართი 1.2)
  • ავტომატური და სტანდარტული სინათლის მიკროსკოპები (დანართი 1.3)
  • სრულად ავტომატური კოაგულაციური სისტემა (დანართი 1.4)
  • სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების აპარატი (დანართი 1.4)

ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №2;

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1.1–დანართი # 1.3 )
  • წარმოადგინოს გამოსაყენებელი რეაგენტების, საკონტროლო ნიმუშების, დამხმარე ხსნარებისა და საჭირო დეტალების ფასთა სრული ნუსხა, შეფუთვის აღწერილობის, მოცულობის მითითებითა და სერტიფიკატების მოწოდებით
  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად, რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;

შენიშვნა: ხარჯები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. სატენდერო წინადადებაში მითითებული მასალების ღირებულება არ ექვემდებარება ცვლილებას 1 წლის განმავლობაში.

  • ანგარიშსწორების სახე;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა; (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რეაგენტებისა და სხვა დამხმარე მასალების მიწოდების უწყვეტობა; მოწოდებული პროდუქციის ვადა მოწოდების მომენტიდან არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები)
  • საგარანტიო ვადა; (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები, საგარანტიო ვადაში ასევე უნდა შედიოდეს სრული საინჟინრო სერვისი)
  • ინფორმაცია აპარატურის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინრის არსებობის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატით;
  • აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, დისკზე ჩაწერილი ან ბეჭდური სახით;

დამატებითი მოთხოვნები:

პრეტენდენტი ვალდებულია:

  • დროულად აცნობოს შემსყიდველს რეაგენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის შესახებ
  • დაიცვას რეაგენტებისა და სხვა დამხმარე მასალების ტრანსპორტირების პირობები
  • უზრუნველყოს მოწოდებული აპარატურის ინსტალაცია, ტრენინგი
  • რეაგენტის პარტიის ან/და ცალკეული პოზიციის წუნდების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, წუნდებული საქონელი შეცვალოს არანაკლებ 30 დღის განმავლობაში შემსყიდველის მიერ დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე.

შენიშვნა: რეაგენტები და სახარჯი მასალები უნდა იყოს ორიგინალური წარმოების;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართის #1.1, დანართის 1.2, დანართის # 1.3 და დანართის # 1.4 სახით. დანართი #1.1, დანართი #1.2, დანართი #1.3 და დანართი #1.4 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი – „ექსელის“ ფორმატში. ტექნიკური მახასიათებლების ფორმები ზედმიწევნით უნდა იყოს შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა შეიძლება განხილული, როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით;

დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  •  ხარისხი
  • ღირებულება
  • გამართული სერვისული მომსახურება
  • მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა

შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), ხოლო ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის 07 აპრილიდან 2015 წლის 20 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა),ხოლო 2015 წლის 20 აპრილს 15:00 საათამდე.

პრეტედენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადნენ ვაჭრობის ეტაპზე, 20 აპრილს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

ნანა ძნელაძე
„ავერსის კლინიკა“-ს ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 02
ელ.ფოსტა: nana.dzneladze@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ