ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T470 - კონკურსი ბეჭდვით მომსახურებაზე

კონკურსის აღწერილობა:

ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-14-00006) აცხადებს ღია კონკურსს სამოქალაქო განათლების დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურებაზე.  

ინფორმაცია სამოქალაქო განათლების დამხმარე სკოლის სახელმძღვანელოების შესახებ:

პროგრამა ,,მომავლის თაობა“ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International–ის ერთობლივ ინიციატივას. პროგრამა მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.

USAID-ის მიერ წარსულში დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, რომელიც პროგრამა ,,მომავლის თაობის“ წინამორბედია, სამოქალაქო განათლების ექსპერტთა მიერ შეიქმნა სამოქალაქო განათლების დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოების 4 სხვადასხვა თემატური კომპლექტი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. წინამდებარე კონკურსი ითვალისწინებს ამ სახელმძღვანელოების ორი კომპლექტის რევიზირებული/კორექტირებული ვერსიების დაკაბადონებასა და ბეჭდვას ქართულ ენაზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • გამომცემლობებს, სტამბებს.

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე კონკურსში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

სკოლის სახელმძღვანელოების ბეჭდვის გამოცდილება:

  • გამომცემლობას/სტამბას უნდა ჰქონდეს სკოლის სახელმძღვანელოების და / ან სკოლის დამხმარე სახელმძღვანელოების, დაკაბადონებისა და ბეჭდვის გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში.

დამხმარე სახელმძღვანელოების ტირაჟი:

დამხმარე სახელმძღვანელო ,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ - მე-9 კლასი

  • მოსწავლის წიგნის ტირაჟი - 9,800
  • მასწავლებლის წიგნის ტირაჟი - 1,850

დამხმარე სახელმძღვანელო  ,,მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ - მე-10 კლასი

  • მოსწავლის წიგნის ტირაჟი - 8,900
  • მასწავლებლის წიგნის ტირაჟი - 1,850

დამხმარე სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები:

დამხმარე სახელმძღვანელო # 1

,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ - მე-9 კლასი, მოსწავლის წიგნი:

  • გვერდების რაოდენობა დაკაბადონებამდე: 68 გვერდი
  • ფორმატი: A 4
  • ყდა: 300 გრ. ცარცის პრიალა ლამინაცია (გლოსი)
  • ყდის ბეჭდვა: 4+0
  • შიგთავსი (ქაღალდი): 135 გრ. ცარცი (მატი)
  • შიგთავსი (ბეჭდვა): 4+4
  • კინძვა: ძაფი +თერმული

,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ - მე-9 კლასი, მასწავლებლის წიგნი:

  • გვერდების რაოდენობა დაკაბადონებამდე: 79 გვერდი
  • ფორმატი: A 4
  • ყდა: 300 გრ. ცარცის პრიალა ლამინაცია (გლოსი)
  • ყდის ბეჭდვა: 4+0
  • შიგთავსი (ქაღალდი): 135 გრ. ცარცი (მატი)
  • შიგთავსი (ბეჭდვა): 4+4
  • აკინძვა: ძაფი +თერმული

დამხმარე სახელმძღვანელო # 2

,,მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ მე-10 კლასი, მოსწავლის წიგნი:

  • გვერდების რაოდენობა დაკაბადონებამდე: 97გვერდი
  • ფორმატი: A 4
  • ყდა: 300 გრ. ცარცის პრიალა ლამინაცია (გლოსი)
  • ყდის ბეჭდვა: 4+0
  • შიგთავსი (ქაღალდი):135 გრ. ცარცი (მატი)
  • შიგთავსი (ბეჭდვა): 4+4
  • კინძვა: ძაფი +თერმული

,,მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ მე-10 კლასი, მასწავლებლის წიგნი:

  • გვერდების რაოდენობა დაკაბადონებამდე: 78გვერდი
  • ფორმატი: A 4
  • ყდა: 300 გრ. ცარცის პრიალა ლამინაცია (გლოსი)
  • ყდის ბეჭდვა: 4+0
  • შიგთავსი (ქაღალდი): 135 გრ. ცარცი (მატი)
  • შიგთავსი (ბეჭდვა): 4+4
  • კინძვა: ძაფი +თერმული

დაკაბადონებისა და ბეჭდვის მომსახურების პირობები:

შერჩეულ კომპანიას მიეწოდება სახელმძღვანელოების პირველი გამოცემის სამუშაო /საბეჭდი ვერსიები, ასევე სახელმძღვანელოების რევიზირებული/კორექტირებული ტექსტი. ამ მასალების გამოყენებით შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • სახელმძღვანელოების გრაფიკული დიზაინის (ყდა და შიგთავსი) კორექტირება და საბოლოო გრაფიკული დიზაინის შექმნა PH International-თან და სახელმძღვანელოების ავტორებთან შეთანხმებით;
  • სახელმძღვანელოების ილუსტრირება და დაკაბადონება PH International-თან და სახელმძღვანელოების ავტორებთან შეთანხმებით;
  • სახელმძღვანელოების პირველ გამოცემაში გამოყენებული სურათები / ფოტოები და ლიტერატურული მასალის ნაწილი შესაძლებელია ახალ სახემძღვანელეობშიც იქნას გამოყენებული, მაგრამ რიგ შემთხვევებში საჭირო იქნება ახალი სურათების/ ფოტოებისა და ლიტერატურული მასალის მოპოვება. ამ მხრივ შეჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე სახელმძღვანელოების კონტექსტის შესაბამისად სახელმძღვანელოში გამოსაყენებელ ახალ სურათებზე/ფოტოებზე და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე. ამ ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იქნება შერჩეული კომპანია.
  • თითოეული სახელმძღვანელოს შემთხვევაში იმდენი ფერადი მაკეტის დაბეჭდვა, რამდენიც იქნება საჭირო (მაქსიმუმ 5, თითოეულის შემთხვევაში).
  • დაბეჭდილი სახელმძღვანელოების დასაწყობება საკუთარ სარგებლობაში არსებულ საწყობში დამკვეთის მიერ მითითებულ თარიღამდე (მაქსიმუმ 2 კვირა).

მომსახურების გაწევის ვადები:

შემსრულებლის მიერ სახემძღვანელოების ბეჭდვისა და დაკაბადონების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, PH International-ის მიერ დამკვეთისათვის შესაბამისი ბეჭდვის მასალების (სახელმძღვანელოების პირველი გამოცემის სამუშაო ვერსიები და სახელმძღვანელეობის კორექტირებული ტექტსები) მიწოდებიდან 4კვირის განმავლობაში.

შერჩევის კრიტერიუმები:

ისეთ დაინტერესებულ მხარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, აქვთ მაღალი ხარისხის მასალების ბეჭდვის გამოცდილება და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა. შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე გამომცემლის/სტამბის შერჩევა.

გადახდის პირობები:

სრული გადახდა მოხდება სამუშაოს წარმატებით შესრულების შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი არ არის დღგ-ს გადამხდელი. შემსრულებელი ვალდებულია, თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, დამკვეთს მიაწოდოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მაგალითად: კერძო კომპანიის შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურა ნულოვანი განაკვეთით). ანგარიშწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეული დახმარე სახელმძღვანელოს ტირაჟის (მოსწავლე/მასწავლებელი) ბეჭდვის დასრულების და დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული ფორმების შევსების გზით. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შემდეგი სავალდებულო დანართები: 

  • დანართი # 1 (კონკურსში მონაწილეობის განაცხადი);
  • დანართი #2 (ფასთა კოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტი მოწოდებული უნდა იყოს აშშ დოლარებში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ;
  • განაცხადი ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2015 წლის 20 აპრილს 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი # 17ბ, 1 სადარბაზო, 1 სართული / PH International.

სასურველია განაცხადს დაურთოთ განმცხადებლის მიერ წარსულში შესრულებული მსგავსი სახისა და ხარისხის მასალები;

საკონტაქტო პირი: თეა მშვენიერაძე
ელ.ფოსტა: tea.mshvenieradze@ph-int.org
ტელ: 2 990 049; 2 233 338

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ