ჩაბარების ვადა:

24 აპრილი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T482 - ტენდერი Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული 1 წლიანი გარანტია);
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს Manufactured Authorized Form (MAF);
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 17 აპრილიდან - 2015 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების მიხედვით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ.
  • გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 24 აპრილი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20391&lang=geo