ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T486 - კონკურსი სადისტრიბუციო კომპანიის შესარჩევად

კონკურსის აღწერილობა:

საკონდიტრო ფაბრიკა "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს კონკურს აჭარის რეგიონში რეალიზატორი სადისტრიბუციო კომპანიის შესარჩევად.

მოთხოვნები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი კომპანია:

  • რეგისტრირებული იურიდიული პირი
  • დღგ-ს გადამხდელი
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკვები პროდუქტების დისტრიბუციაში
  • აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული
  • მშრალი საწყობის ფართობი 300 კვ.მ-დან 
  • საკუთარი ავტოპარკი (მინიმუმ 2 მიკროავტობუსი)
  • სავაჭრო აგენტების რაოდენობა მინიმუმ 3 აგენტი
  • აქტიური კლიენტების ბაზა მინიმუმ 500
  • საბანკო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობა
  • წლიური ბრუნვა 1.5 მილიონი ლარიდან.

შპს "ჯორჯიან ბეიქერს" წარმოადგენს საკონდიტრო ფაბრიკას, რომელიც აწარმოებს გამომცხვარ საკონდიტრო ნაწარმს "პეჩენიებს" როგორც შეფუთული სახით ასევე წონით. ასევე კომპანია ახორციელებს რუსეთიდან საკონდიტრო ნაწარმის იმპორტს. 2013 წლიდან ჯორჯიან ბეიქერსმა დაიწყო მზესუმზირის და არაქისის წარმოება. კომოპანიის ყოველთვიური ბრუნვა შეადგენს 150 ტონა მზა პროდუქტს. 

ჯორჯიან ბეიქერსი აქტიურად რეკლამირდება სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში, ასევე ჩვენი აქტივობა მოიცავს უშუალოდ სავაჭრო ქსელს, სხვადასხვა პრომო აქციების სახით...

ჩვენი ბრენდებია: "ჯორჯიან ბეიქერს", "Super Baby", "Любительское", "აპეტიტი", "Pippa", "Choco Pie", "Белогорье".

ჩვენი მისამართები ინტერნეტში:
www.georgianbakers.com
facebook.com/gebakers
facebook.com/pippagb
https://www.youtube.com/channel/UCU_xlES1JVwisdKSn-_hdCw

კონკურსის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე:  info@georgianbakers.com 

ტელ: 032 275 38 97

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22.05.2015

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ