ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T496 - ტენდერი სარეკლამო აბრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ;

დასახელება:

1 სტანდარტული მნათი სარეკლამო აბრა (1 ცალი)
2 სტანდარტული აბრა ნარინჯისფერი განათების გარეშე (გრძივი მეტრი)
3 „ლაითბოქსი“ ლომით (1 ცალი)
4 „ლაითბოქსი ATM“ ლომით (1 ცალი)
5 ექსპრეს ფილიალების მნათი სარეკლამო აბრა (გრძივი მეტრი)
6 თბილისის ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირება 50 კმ. მანძილზე

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;
  • შემოთავაზებულ ფასებში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
  • სარეკლამო აბრის მასალა და პროპორციები სტანდარტულია;
  • სარეკლამო აბრის გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე;
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 29 აპრილიდან – 2015 წლის 8 მაისი ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს: 595 599 030;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 08 მაისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20396&lang=geo