ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T500 - ტენდერი სალაროს სეიფების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ , რომ შპს „მისო კრედო“ აცხადებს ტენდერს სალაროს სეიფების შესყიდვაზე (004/ 30 აპრილი 2015წ/ სალაროს სეიფების შეძენა).

კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და მოიცავს 52 ფილიალს.

კრედო სალაროებისთვის მოიხმარს რკინა/ბეტონის კონსტრუქციისგან დამზადებულ სეიფებს რომლის სიმტკიცე შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის N105/04 ბრძანებით დამტკიცებული - „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის “- ნორმებს და სტანდარტებს, ცეცხლგამძლე და ბრონირებული ზომით (150X60X65)სმ;

სეიფი გამოცდილი უნდა იყოს გატეხვა/გაღებაზე და ქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი.

ჩვენი მოთხოვნაა სეიფების შეძენა და მიწოდება განხორცილედეს კრედოს ყველა ფილიალში მითითებულ მისამართებზე რომელსაც იხილავთ დანართ ფაილში.

სატენდერო კომისია განიხილავს ყველა სატენდერო შემოთავაზებას და მათგან შეირჩევა ის კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხსა და მიწოდების პირობებს. შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში და მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შევსებული სატენდერო ფორმის სახით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

თქვენი სატენდერო შემოთავაზება გთხოვთ, მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტის სახით.

აუცილებელი პირობაა კონვერტზე დატანილი იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ტენდერის ნომერი
  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • თქვენი კომპანიის ოფიციალური მისამართი
  • წარწერა „ კონფიდენციალური“

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 8 მაისი 18:00 საათი
მისამართი : თბილისი, ასათიანის #9 , ვაჟა-ფშაველა გამ.
საკონტაქტო პირი: ეკა აფხაზავა 595 95 37 60

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ