ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2015, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T507 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ (მიწის საკადასტრო კოდი 01.10.15.007.055) მრავალპროფილური კლინიკის შემდეგი სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით :

  • შენობის ფასადის შექმნა მინა–მაგნეზიტის ფილებით, ფასადისა და ინტერიერის მხრიდან, ფილებს შორის თბოსაიზოლაციო და ბგერასაიზოლაციო ქაფით შევსება (ე.წ. ქაფისებრი პენოპლასტით – პენიზოლი), მეტალოპლასტმასის ფანჯრებისათვის პროექტის შესაბამისი ღიობების მოწყობა;
  • მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი (მწარმოებელი ფირმა: Rehau, Delco, მაღალხარისხიანი ფურნიტურით, ორკამერიანი მინა–პაკეტით ე.წ ტრიპლეტი);
  • ალუმინის ვიტრაჟის მონტაჟი (ორფრთიანი კარები);

შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერის პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიების შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი);
  • მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის N1 სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, მე–2 ეტაპზე გადაეცემათ პროექტი, სპეციფიკაცია, ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადის შესახებ.

პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს:

  • სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).
  • სატენდერო წინადადების უზრუნველსაყოფად პრეტედენტებს მოეთხოვებათ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის წარმოდგენა, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე).

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით. (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 4 მაისიდან 2015 წლის 19 მაისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა), ხოლო 2015 წლის 19 მაისს 14:00 საათამდე.

საკონტაქტო პირები:

1) გია პაიჭაძე ტელ: 599 57 79 20; ელ. ფოსტა: giorgi.paichadze@aversi.ge 
2) მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558 10 13 30, 2399888 (5669) ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge  

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ