ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T509 - ტენდერი იდუმალი მომხმარებლის კვლევის მომსახურების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს იდუმალი მომხმარებლის კვლევის მომსახურების შეძენაზე;

ტექნიკურ სფეციფიკაციების ფაილი დაინტერესებულ კომპანიას გადაეცემა სს ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ან გადაეგზავნება მოთხოვნისამებრ ელექტრონულ მისამართზე;

ტენდერში მონაწილე კვლევითი კომპანიისათვის საჭირო მოთხოვნები:

1. კვლევითი კომპანიის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იდუმალი მყიდველის კვლევის სფეროში არანაკლებ 8 პროექტისა ჯამში;
2. 2014-2015 წლების განმავლობაში განხორციელებული იდუმალი მყიდველის კვლევის პროექტებში არანაკლებ 6000 დაკვირვება;
3. კვლევითი კომპანიის მიერ არანაკლებ 6 იდუმალი მყიდველის კვლევითი პროექტი, რომლის გეოგრაფიული არეალი არის საქართველოს მასშტაბი (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი);
4. ინფორმაცია კლვევაში მონაწილე პირების შესახებ (იდუმალი მყიდველის გარდა);
5. იდუმალი კვლევის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 4 (ოთხი) წლიანი სამუშაო გამოცდილება იდუმალი მყიდველის კვლევის განხორციელების სფეროში;
6. ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:

  • კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
  • ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა;
  • ელექტრონული ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა იდუმალი მომხმარებლის კვლევის შედეგებთან წვდომას, პროგრამული უზრუნველყოფის სახით, კვლევის სხვადასხვა ტალღების მონაცემთა შედარების შესაძლებლობა, კონკრეტული პარამეტრების გაფილტვრის შესაძლებლობა, ექსელში ექსორტირების შესაძლებლობა;

7. მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში);
8. ანგარიშსწორების პირობები;
9. ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 მაისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი

ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ტენდერი იდუმალი მომხმარებლის კვლევის ჩატარებაზე);

სს ”ლიბერთი ბანკი”

საკონტაკტო პირი:

თინათინ ჯაფარიძე
Mob: 577 740 120
Mail: Tinatin.Japharidze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ