ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T517 - ტენდერი ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ფინკა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია

პირველ ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია :

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პრეტენდენტებმა CD-ით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული საოფისე ავეჯის ფოტო ან ვიდეო მასალა.

მეორე ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები; (დოკუმენტს ადგენს პრეტენდენტი)
  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დიზაინით დამზადებული ავეჯის ხარჯთაღრიცხვა ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე. (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერი შედგება ორი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც გამოთქვამს ინტერესს ტენდერში მონაწილეობის შესახებ და სრულყოფილად წარმოადგენს ტენდერის პირველი ეტაპისთვის საჭირო დოკუმენტაციას. გამოცდილების, კვალიფიკაციის და განხორციელებული პროექტების შესაბამისად მოხდება ავეჯის მწარმოებელი კომპანიების შერჩევა ტენდერის მეორე ეტაპისთვის.

ტენდერის პირველ ეტაპზე წინადადებები მიიღება 11 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

სატენდერო განაცხადების განხილვა მოხდება 18 მაისს და ტენდერის მეორე ეტაპისათვის შერჩეულ კომპანიებს აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ იმავე სამუშაო დღის ბოლომდე.

მეორე ეტაპისთვის შერჩეულ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს სს „ფინკა ბანკი საქართველო“ გაუგზავნის ავეჯის დიზანს ზომებისა და მასალის მითითებით, რის მიხედვითაც პრეტენდენტებმა უნდა წარადგინონ თითოეული მათგანის (კომპლექტაციის) ფასი, შესრულების ვადა და ტენდერის მეორე ეტაპისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

ხარჯთაღრიცხვისა და დამზადების ვადების, საგარანტიო პირობების, ანგარიშსწორების პირობების და სხვა თანდართული დოკუმენტების განხილვის შემდეგ სს „ფინკა ბანკი საქართველო“ გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.

განსაკუთრებული პირობები

ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.

წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის არწარმოდგენის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

ტენდერის თითოეულ ეტაპზე გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenderi@finca.ge; suznadze@finca.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 20 74 10 ext. 1075 (გიორგი მჭედლიშვილი)

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ