ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T533 - ტენდერი ტრაქტორის აგრეგატების მომწოდებლის შესარჩევად

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს აგრეგატების მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

1. ფასი დღგ-ს გარეშე ქვემოთ მითითებული საქონლისთვის:

აღწერილობა  განზომილება რაოდენობა
სატრანსპორტო ლაფეტი:
  • ღერძების რაოდენობა - 2;
  • თვლების რაოდენობა - 4;
  • ტვირთამწეობა 4-5 ტონა;
ცალი 1
მწნეხ-ამკრეფი:
  • აძვრის მეთოდი - კარდანი;
  • მისაბმელი;
  • მინიმალური მოდების განი - 1700 მმ;
  • დამწნეხი კამერის მინიმალური სიგანე - 450 მმ;
  • დამწნეხი კამერის მინიმალური სიმაღლე - 400 მმ;
  • ბარდნის ტუკის ტიპი მართკუთხა;
  • ბარდნის ტუკის სიგრძე 30-130 სმ;
  • ბარდნის ტუკის საშუალო მასა 20-35კგ;
  • უნდა იყოს თავსებადი zetor proxima 110 ცხ.ძ. სიმძლავრის ტრაქტორთან;
 ცალი 1
სეგმენტური სათიბელა:
  • მოდების განი მინიმუმ - 2 მეტრი;
  • აძვრის მეთოდი - კარდანი;
  • უნდა იყოს თავსებადი zetor proxima 110 ცხ.ძ. სიმძლავრის ტრაქტორთან;
ცალი  1

მიუთეთ მწარმოებლის მიერ გამოშვებული აგრეგატების ტექნიკური პარამეტრები, მწარმოებელი ქვეყანა და დაურთეთ სურათები. თუ შემოთავაზებული აგრეგატები არის მეორადი, აუცილებელია მოხდეს მათი ტექნიკური მდგომარეობის აღწერა.
2. მიწოდების პერიოდი. აგრეგატების ჩატანა უნდა მოხდეს საჩხერეში;
3. მიუთითეთ საგარანტიო პერიოდი და პირობები;
4. გადახდის პირობები;
5. ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან / პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

მერსი ქორფსი არ აანაზღაურებს ფასთა შედარებაში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2015 წლის 22 მაისი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

Sandro Jangirashvili
Procurement/Logistic Assistant
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: 5 99 40 10 14
Email: ajangirashvili@mercycorps.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ