ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T535 - ტენდერი სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ტენდერს თელავის ფილიალის ოფისის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე.

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 40000-მდე კლიენტურას საქართველოში.

სამუშაო პირობებისა და კლიენტებთან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს თელავის ფილიალში, მდებარე ვარდოშვილის #30, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოს მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სს “კრისტალი” აცხადებს ტენდერს საქართველოში მომუშავე ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც ამ სფეროში გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და დადებითი იმიჯი.

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა დახურულ პაკეტებში უნდა წარმოადგინონ:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შესრულებული სამუშაოების ნუსხა
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია)
  • ხარჯათაღრიცხვა
  • მომსახურების პირობები (სამუშაოს დაწყების შესაძლო თარიღი; შესრულების ვადები და ა.შ).
  • საგადასახადო შედარების აქტი.

პაკეტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება, მისამართი, შემომტანი პირის საკონტაქტო ინფორმაცია და ტენდერის შინაარსი.

განაცხადების მიღების ბოლო დღიდან 1 კვირის განმავლობაში ორგანიზაციის სპეციალური სატენდერო კომისიის მიერ მოხდება შემოთავაზებული წინადადებების განხილვა (პაკეტების გახსნა) და მისაღები ვარიანტის შერჩევა.

ტენდერის #LOG-04/15/TL

ს/ს მისო “კრისტალი” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 2 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, მოცულობები იხილეთ თანდართულ ფაილში. საჭიროების შემთხვევაში ფართის არქიტექტურული პროექტის მისაღებად დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ სატელეფონო ნომერს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა 2015 წლის 25 მაისის 17:00-მდე ზემოთაღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი. ნიკეას #22
ტელ: (+995 0431) 25 22 55;
ელ-ფოსტა: admin@crystal.ge
ვებ-გვერდი: www.crystal.ge
საკონტაქტო პირი:
ონისე კოკელაძე 593195319

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ