ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T566 - ტენდერი დიზელ გენერატორის შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზების წარმოდგენის განახლებული ვადაა 2015 წლის 25 ივნისი, საღამოს 5 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შეძენაზე;

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ფაილში მოცემული მოდელის მიხედვით (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • საგარანტიო ვადები და პირობები
  • მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი; 
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(გენერატორის ტენდერი).

სს ”ლიბერთი ბანკი”

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ