ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T573 - ტენდერი აეროზოლური ქრობის სისტემის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ფინკა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს აეროზოლური ქრობის სისტემის მონტაჟზე.

პირველ ეტაპზე აეროზოლური ქრობის სისტემა დამონაჟდება ერთ ოთახში ფართობი: 2 X 3 X 2.5 მეტრი. ოთახს გააჩნია ვენტილაცია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

1. შესაბამისი აპარატურის, საქონლის მოწოდება და მონტაჟი;
2. აპარატურის განლაგების ნახაზისა და სამონტაჟო სქემის შემუშავება;
3. დამონტაჟებული აპარატურის გამართვა და ფინკა ბანკი საქართველოს მოთხოვნებზე მორგება.
4. აეროზოლური ქრობის სისტემის პერიოდულად შემოწმება

  • შესაბამის აპარატურაზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უნდა განხორციელდეს 3 დღის განმავლობაში;

სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფასები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზებული „აეროზოლური ქრობის სისტემის“ მახასიათებლები/სპეციფიკაციები სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2015 წლის 15 ივნისამდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება: „აეროზოლური ქრობის სისტემა“.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: tchomakhidze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ