ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T585 - ტენდერი კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის დასახელება და სავარაუდო ყოველთვიური შეკვეთის რაოდენობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - 6 თვე);
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 10 ივნისიდან – 2015 წლის 19 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულება ვადა განისაზღვრება 6 თვის ვადით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, მაგალითად: კარტრიჯების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1- ში მიეთითება CE285A მოდელის შეთავაზებული ღირებულება. პუნქტ #2-ში Q2612A მოდელის შეთავაზებული ღირებულება და ა.შ.
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 ივნისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის მოსაცდელი და სალაროს სკამების გადასაკრავი შალითების შეკერვის მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=410&lang=geo