ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T586 - ტენდერი ფერადი კარტრიჯების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფერადი კარტრიჯების შესყიდვაზე.

შესასყიდი საქონლის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • აუცილებელია კარტრიჯები იყოს HP ორიგინალი;
  • საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - 6 თვე);
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, მაგალითად: კარტრიჯების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1- ში მიეთითება C9730A მოდელის შეთავაზებული ღირებულება. პუნქტ #2-ში C9731A მოდელის შეთავაზებული ღირებულება და ა.შ.
  • გთხოვთ ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 10 ივნისიდან – 2015 წლის 19 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულება ვადა განისაზღვრება 6 თვის ვადით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 ივნისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის მოსაცდელი და სალაროს სკამების გადასაკრავი შალითების შეკერვის მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=411&lang=geo