ჩაბარების ვადა:

3 ივლისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T600 - ტენდერი კვებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 19 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს ბანკის სათაო ოფისის თანამშრომლების და სტუმრების ადგილზე კვებით მომსახურებით უზრუნველყოფაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი პირობები და მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • მენიუს ცხრილი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული მენიუს ცხრილის მიხედვით
  • მენიუს ცხრილის ელექტრონული ვერსია (CD დისკზე)
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის 21

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 03 ივლისი 2015 წ. (18:00 საათამდე)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

რევაზ მახარაძე
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილების უფროსი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1610)
E-mail:  r.makharadze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ