ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2015, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T604 - ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცახადი შემდეგი საკითხებზე:

  • ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხში თხილის საამქროს შენობის მოწყობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 8 ივლისი 13:00 საათზე.
პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2015 წლის 2 ივლისს 13:00 საათზე. მერსი ქორფს-ის ENPAღD-ის ქუთაისის ოფისიდან (ქუთაისი, ი. გოგებაშვილის #12).
ტენდერის განხილვა ჩატარდება 2015 წლის 8 ივლისი 13:00 საათზე, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში.

მისამართი: მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.

საკონტაქტო პირი:
დავით მერაბიშვილი, 599 248 300 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის უფროსი ოფიცერი

მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ