ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T609 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 38 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 22 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);
  • სააპლიკაციო ფორმა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • ცხრილის ელექტრონული ვერსია გთხოვთ საბუთებთან ერთად მოგვაწოდოთ CD დისკით;
  • ნიმუშები მოთხოვნილი პოზიციების მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მიწოდების ვადები და პირობები თბილისსა და რეგიონებში; (გთხოვთ ფასები მოგვაწოდოთ 2 ვარიანტით დათვლილი: თვეში ერთხელ მიწოდების პირობის შემთხვევაში და სამ თვეში ერთხელ მიწოდების პირობის შემთხვევაში )
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის განყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის 21

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით

ქაღალდის საშუალო მოხმარება თვეში 110 ყუთი (ყუთში 5 შეკვრა)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 10 ივლისი 2015 წ. (18:00 საათამდე)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია
ადმინისტრაციული განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1581)
E-mail: p.akubardia@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

თამარ კასრაძე
შესყიდვების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1579) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ