ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T620 - ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე ბანკის სერვის ცენტრებში;

მომსახურების დასახელება:

  • ტრანსპორტირება თბილისის და რეგიონების მასშტაბით

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა რეგიონისა და ზონის ფასებს ცალ–ცალკე;
  • მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ფიქსირებული თანხა, რომელიც უნდა მოიცავდეს მუშების მომსახურებას ფასსაც.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 2 ივლისიდან – 2015 წლის 10 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში პუნქტი #1–ის პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ივლისიი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20415&lang=geo