ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T621 - ტენდერი მთარგმნელობით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 21 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს - მთარგმნელობით მომსახურებაზე

ძირითადი მოთხოვნები:

ტენდერში ვიწვევთ როგორც კომპანიებს ასევე ფრილანსერებს:

  • რომელთაც აქვთ მაღალი პროფესიული გამოცდილება განსაკუთრებით საბანკო ტერმინოლოგიასთან მიმართებაში
  • გამოცდილების სტაჟი:მინიმუმ 5 წელი
  • რომლებსაც მაღალი დონის მომსახურების გაწევა შეუძლიათ;
  • არიან მოტივირებულები;
  • შეუძლიათ დავალებული სამუშაოს დროულად და დათქმულ ვადებში შესრულება;

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სპეციფიკაციების ცხრილი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • მომსახურების ფიქსირებული ტარიფები სპეციფიკაციების ცხრილის მიხედვით;

 ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • კომპანიის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის განყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:  16 ივლისი   2015 წ. (18:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

მაკა გოგია
ცენტრალიზებული ბექ ოფისის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1100)
E-mail: maka.gogia@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

თამარ კასრაძე
შესყიდვების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1579) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ