ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T622 - ტენდერი წვრილმან სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის სერვის ცენტრების წვრილმან სარემონტო სამუშაოებზე (თბილისსა და რეგიონებში);

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • სერვის ცენტრების სარემონტო სამუშაოები

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 2 ივლისიდან 2015 წლის 10 ივლისი ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
  • აღნიშნული მომსახურების მოცულობა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ 1 (ერთი) სერვის ცენტრში სამუშაოს ღირებულება აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, მაშინ ბანკსა და მომწოდებელს შორის გაფორმდება დამატებითი ერთჯერადი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო თუ 1 (ერთი) სერვის ცენტრში სამუშაოს ღირებულება არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, მომწოდებელი ვალდებული იქნება თავად განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით და ბანკი არ იქნება ვალდებული დამატებით აუნაზღაუროს მომწოდებელს ეს ხარჯები;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, რომლის ჩარიცხვაც მოხდება ყოველთვიურად და უნდა მოიცავდეს სს „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვის ცენტრზე გაწეული სამუშაოების ღირებულებას თბილისისა და რეგიონების მასშტაბით (ამ ეტაპზე ბანკს აქვს 270 ობიექტი - მათ შორის 156 თბილისის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონებში);
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
  • გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ოთარ სულაძეს ან გიორგი ბუქურს ქვემოთ აღნიშნული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით:
    ოთარ სულაძე – osuladze@bog.ge, ტელ: 2 444 444 (ext. 4104)
    გიორგი ბუქური - gbukuri@bog.ge, ტელ: 2 444 444 (ext. 7775)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ივლისიი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ანკის სერვის ცენტრების წვრილმან სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20416&lang=geo