ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T625 - ტენდერი ბიოუსაფრთხოების ორი პუნქტის მშნელებლობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არა-სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 38-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა UშAID, BP, Kფჭ, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცხადი შემდეგი საკითხებზე:

ბიოუსაფრთხოების ორი პუნქტის მშენებლობა ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლისთვის არსებული პირუტყვის გადასარეკი ტრასის ორ მონაკვეთზე , ქვემო ქართლის რაიონში.

  • პუნქტი # 1. რუსთავი . მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N 02.05.01.385
  • პუნქტი # 2. მარნეული . მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N 83.01.09.287

მიმაგრებულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

მისაღებია შემოთავაზება, როგორც ორივე პუნქტის ერთდროულად მშენებლობაზე, ასევე ერთი ცალკე აღებული პუნქტის მშენებლობაზეც.

  • სამუშაოების განხორციელების ადგილის მონახულება სავალდებულოა. მონაწილე, რომელიც არ დაესწრება ამ ვიზიტს ავტომატურად გაეთიშება კონკურსს. სატენდერო კომიტეტი აღრიცხავს ყველა მონაწილეს, რომელიც ინახულებს მშენებლობის ადგილს.
  • სავალდებულოა ! ყველა მონაწილე დაესწროს შეთავაზებების გახსნის პროცედურას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვემოთ.

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2015 წლის 17 ივლისს 11:00 საათზე. გასვლა მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისიდან.
სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 ივლისი. 17:00 საათზე.
ტენდერის განხილვა ჩატარდება 2015 წლისს 28 ივლისს, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში 11:00 საათზე.

მისამართი: “მერსი ქორფს”-ის თბილისის ოფისი.
საქართველო, ქ. თბილისი, გ.გეგეჭკორის ქ. # 6. ტელ: +995 322 225 24 71

საკონტაქტო პირი:

მაია მოსიაშვილი, ბიზნესის განვითარების ოფიცერი, governance@alcp.ge
ტელ: 591 92 82 02

კოტე ბეგიაშვილი შესყიდვების ოფიცერი, procurementkk@alcp.ge
ტელ: 599 31 52 29

მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ