ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2015, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T660 - ტენდერი სათბურის მშენებლობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცახადი შემდეგი საკითხებზე:
სათბურის მშენელობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის მახლობლად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 აგვისტო 13:00 საათი.
პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2015 წლის 12 აგვისტოს 13:00 საათზე. მერსი ქორფს-ის სათაო ოფისიდან (თბილისი, გ. გეგეჩკორის #6).
ტენდერის განხილვა ჩატარდება 2015 წლის 20 აგვისტოს 13:00 საათი, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში.

მისამართი: მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
ქ.თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.

საკონტაქტო პირი:
დავით მერაბიშვილი, 599 248 300 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის უფროსი ოფიცერი

მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ