ჩაბარების ვადა:

6 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T664 - ტენდერი საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოდეზიური კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოდეზიური კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე

მიმაგრებულ დოკუმენტში ტენდერის აღწერა და დანართები შეგიძლიათ იხილოთ ორ ენაზე: ქართული და რუსული.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარება: საქართველო, ოზურგეთის რაიონი, მდინარე ნატანების ხეობა, სოფელი ვაკიჯვრიდან. ნიშნულები 420-1320. ორი დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის (ნატანები 1 და ნატანები 3) მიმდებარე ტერიტორია.

ფართობი - 200 ჰექტარი

ტენდერი იყოფა 2 ლოტად სამუშაოების ტიპის მიხედვით:

ლოტი N1-გეოლოგია:

  • ტექნიკური დავალება ნატანები 1-ისთვის იხილეთ დართულ ფაილში: ნატანები 1 (გეოლოგია).
  • ტექნიკური დავალება ნატანები 3-ისთვის იხილეთ დართულ ფაილში: ნატანები 3 (გეოლოგია).

ლოტი N2-გეოდეზია:

  • ტექნიკური დავალება ნატანები 1-ისთვის იხილეთ დართულ ფაილში: ნატანები 1 (გეოდეზია):
  • ტექნიკური დავალება ნატანები 3-ისთვის იხილეთ დართულ ფაილში: ნატანები 3 (გეოდეზია).

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ.
  • მომსახურების ღირებულება.

 გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 6 აგვისტოს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; გამოცდილება-30% გადახდის პირობები-10%;

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 7 აგვისტოს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; 591 93 10 00 საკონტაქტო პირი: მამუკა სულაძე; 599 13 10 00 საკონტაქტო პირი: ნუგზარ უფლისაშვილი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ