ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T681 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 17 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს:

ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის შესყიდვა და ჰიგიენური საშუალებების ინვენტარი (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობა: 

  • ინვენტარის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და მონტაჟი, როგორც თბილისის მასშტაბით ასევე ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში (ადგილმდებარეობის ჩამონათვალი იხ.მიმაგრებულ ფაილად).
  • ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარის შეკეთება/შეცვლა.
  • ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება.
  • პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 1-2 დღეში.
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი;
  • ჩვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქციაზე სრულად შევსებული დოკუმენტი (პროდუქციის დასახელება, ქაღალდის მეტრაჟობა, შეწოვადობა, რამდენ ფენიანია და დაფასოებული თხევადი საპნის ლიტრაჟობა);
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები;
  • პროდუქციის ღირებულება ლარში (დღგ-ს ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები;
  • საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“ სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: lmujirishvili@finca.ge და tzviadadze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ