ჩაბარების ვადა:

11 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T703 - ტენდერი საწარმოში დასაქმებულთა კვებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,რუსთავის ფოლადი“ აცხადებს ტენდერს საწარმოში დასაქმებულთა კვებით უზრუნველყობასთან დაკავშირებით.

ტენდერის მაშტაბი და შესასრულებელი სამუშაოების მოკლე აღწერილობა:

შპს ,,რუსთავის ფოლადი“ (რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) არის საწარმო, სადაც დასაქმებულია 1550–მდე ადამიანი. კომპანია აცხადებს ტენდერს აღნიშნული რაოდენობის ხალხის კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კვებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ქ. რუსთავში რვა სხვადასხვა ობიექტზე. სასადილოებს შორის მანძილი შეადგენს საშუალოდ ერთ კილომეტრს. საკვების დამზადება შესაძლებელია ერთ ძირითად და სამ დამხმარე ფუნქციონირებად სამზარეულოში.

საკვების დამზადება, მოწოდება, სასურველი რაციონი:

საკვები სავალდებულია დამზადებულ იქნეს სანიტარულ–ჰიგიენური მოთხოვნები სრული დაცვით. დამზადებული საკვების ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპარატურის ნორმები.
მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისათვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.
საწარმოს 24 საათიანი უწყვეტი მუშაობის გათვალისწინებით საკვებ ობიექტებზე ყოველდღიურად ხალხის გამასპინძლება უნდა განხორციელდეს რაოდენობათა გათვალისწინებით შემდეგნაირად :

  • საუზმე –10 კაცი
  • სადილი– 1420 კაცი
  • ვახშამი –130 კაცი

შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი, მენიუ შესაძლებელია განმეორდეს ორ ან სამ კვირაში ერთხელ. შემოთავაზებული მენიუ სასურველია შედგებოდეს:

  • საუზმე– ყავა, ჩაი, სოსისი, წიწიბურა, არაჟანი, ჰერკულესი, მაწონი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ჯემები, კარაქი, ყველი, პური და ა.შ.
  • სადილი– ცხელი წვნიანი, წვნიანი ხორცით, ლობიო, არაჟანი, მაწონი, პური, უალკოჰოლო სასმელი, კომპოტი, კატლეტი, შემწვარი/მოხარშული კარტოფილი, შემწვარი/მოხარშული ხორცი, სალათი და ა.შ.
  • ვახშამი– ცხელი წვნიანი, სალათი, მოხარშული/შემწვარი კვერცხი, პური, უალკოჰოლო სასმელი, კომპოტი, არაჟანი, მაწონი, კატლეტი, პიურე, შემწვარი/მოხარშული კარტოფილი. და ა.შ.

ზემოაღნიშნული, მენიუს შემოთავაზება ერთ დროულად, კონკრეტული კვების დროის მიხედვით, სავალდებულო არ არის. სასურველია დასაქმებულს ჰქონდეს არჩევანის საშუალება კერძებს შორის. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სავალდებულოა რძის პროდუქტების მიღება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოგზავნოს 2/3 კვირის მენიუ(საუზმე; სადილი; ვახშამი)
  • ფასები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს რამოდენიმე მენიუზე
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან WORD–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები(არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია(საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტთა სია, დაარსების თარიღი, რეკომენდაციები)
  • მონაწილეობის მსურველმა დეტალური სატენდერო შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემულ      E-MAIL-ზე

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 26 აგვისტოდან –2015 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმდება კვებით უზრუნველყოფის ერთ წლიანი ხელშეკრულება
  • ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ასევე გაფორმდება საიჯარო ხელშეკრულება, სადაც საიჯარო ფასი შეადგენს 2 500 ლარს დღგ–ს ჩათვლით. კომუნალურ დანახარჯებს იხდის მეიჯარე(შპს ,,რუსთავის ფოლადი“)
  • თანხის გადახდა/ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ გაწეული მომსახურეობის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში საწარმოს ერთი დასაქმებულის კვება უჯდება 2,5 ლარი დღგ–ს ჩათვლით
  • საუზმის, სადილის ან ვახშმის არაერთგვაროვანი ფასების შემთხვევაში. განსაზღვრეთ კონკრეტული დროის საკვები და ფასი.
  • გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ საწარმოში დასაქმებულებს უფლება აქვთ არ ისარგებლონ კვებით, ხოლო სანაცვლოდ თანხა მიიღონ. ამ გზით ხდება ხარისხისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • ფასები წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში
  • მსურველმა ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია E-MAIL ზე კითხვარის გამოგზავნით, ასევე შესაძლებელია ობიექტების დათვალიეება ადგილზე და არსებული მდგომარეობის შეფასება/შესწავლა
  • ტენდერში მონაწილეთა დასახელება და შემოთავაზებული პირობები ანონიმურია

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო პირობების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 სექტემბერი, 18,00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა/გამოგზავნა უნდა მოხდეს E-MAIL–ის საშუალებით.
E-mail მისამართი: Tenders@rustavisteel.com
დამატებითი ინფორმაცია: 595 99 55 01 სულიკო სარსევანიძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ