ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T708 - ტენდერი თვითმომსახურების ტერმინალების ვიზუალური მხარის განახლებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების განახლებული ვადაა 2015 წლის 20 სექტემბერი. 

ტენდერის აღწერილობა:

შპს დაირექტ დებიტ ჯორჯია (DDG) სატენდერო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებისგან იწყებს განაცხადის მიღებას თვითმომსახურების ტერმინალების ვიზუალური მხარის განახლებაზე.

ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების აღწერა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობისათვის კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით:

1. თავფურცელი: 

  • ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
  • ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
  • ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, ვებგვერდი

2. ინფორმაცია კომპანიის შესახებ (მაქს. 1 გვერდი)

  • ამ განყოფილებაში უნდა მიეთითოს კომპანიის ისტორია, დეტალური გამოცდილება, თანამშრომლების რაოდენობა, წარმომადგენლობები, ძირითადი მიზნების აღწერა უახლოესი მომავლისთვის და დასრულებული პროექტები.
  • ასევე, კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, რომ მას გააჩნია აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი ფინანსური, მატერიალური და შრომითი რესურსები.

3. სატენდერო წინადადების აღწერა

  • აპლიკანტმა ორგანიზაციამ დეტალურად უნდა აღწეროს, თუ რატომ არის ის კვალიფიციური მიიღოს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა და რატომ უნდა მიენიჭოს მას უპირატესობა შერჩევის პროცესში. 

4. ბიუჯეტი

  • აპლიკანტმა ორგანიზაცია უნდა წარმოადგინოს ტენდერით განსაზღვრული ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად დეტალური ბიუჯეტი და მისი აღწერა.
  • ბიუჯეტის აღწერა უნდა მოიცავდეს ბიუჯეტში შემავალი თითოეული ხარჯვითი მუხლისთვის განსაზღვრულ ხარჯს და უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას ხარჯის მიზანშეწონილობის განსასაზღვრად.
  • ბიუჯეტის თანხები უნდა მოიცავდეს დამატებითი ღირებულების გადასახადს და მისი ოდენობა ცალკე უნდა იყოს მითითებული
  • ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ტენდერის საგანის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილ(ებ)ამდე.

5. პერსონალი/ქვეკონტრაქტორები

  • კომპანიამ უნდა მიუთითოს პროფესიულად კომპეტენტური თანამშრომლების რაოდენობა, ვინც შეასრულებს ტენდერით გათვალისწინებული ტექნიკურ მომსახურებას
  • თუ კომპანიას შტატში არ გააჩნია კვალიფიციური თანამშრომლები ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, მან უნდა მიუთითოს თანამშრომლები დაკავებული არიან სრული თუ ნახევარი განაკვეთით და სამუშაო დროის რა პროცენტულ ნაწილს დაუთმობენ პროექტს;

6. ტექნიკური აღჭურვილობა

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობის ნუსხა, დეტალური აღწერითა და მახასიათებლებით და დაასაბუთოს, რომ მას გააჩნია სპეციალიზებული ტექნიკური რესურსი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მაღალი ხარისხით შესასრულებლად.

7. შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადა 

  • ტენდერით გათვალისწინებული თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური მომსახურების საგარანტიო ვადა განისაზღვროს ჩატარებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მომენტიდან 6 (ექვსი) თვის ვადით. 

სატენდერო განაცხადის განხილვის პროცედურა მოიცავს შემდეგს:

  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნა
  • სატენდერო განაცხადების განხილვა
  • ტენდერით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად შემოთავაზებული წინადადებების შედარება
  • დამატებითი კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიებთან (საჭიროების შემთხვევაში)
  • ტენდერის შედეგების შეჯამება და გამარჯვებული კომპანიის დასახელება
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიას გადაეცემა რამდენიმე ტერმინალი სატესტო სამუშაოების ჩასატარებლად და ხარისხის შესაფასებლად

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წესდების ასლი
  • 2014 წლის ბუღალტრული ბალანსი, ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერით
  • იმ მოწმობების, სერტიფიკატების, დიპლომებისა თუ სხვა დოკუმენტების ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ სამუშაოთა შესრულების მზაობას
  • სარეკომენდაციო წერილები (ან ხელშეკრულების ასლები) იმ კომპანიებიდან, რომლებსაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ გაუწია აღნიშნული ან მსგავსი სახის მომსახურება

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 20 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
ikarchava@georgiancard.ge

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე:

დაირექტ დებიტ ჯორჯია
ბელიაშვილის ქ. # 8
თბილისი
პასუხისმგებელი პირი: ინგა ქარჩავა