ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T717 - ტენდერი სტაციონარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ და აცხადებს ტენდერს სტაციონარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის შესყიდვაზე.

  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში #1;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #3;
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი #1).
  • მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;*
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
*შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
 
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლის შემცველი ფორმა დანართის #1 სახით. დანართი #1 აუცულებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით "ექსელის" ფორმატში.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის #2 სახით;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის (აპარატების) სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ-ს გადამხდელი/არაგადამხდელი;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძელებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება: 

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:

  • ხარისხი - 0.4
  • ფასი - 0.4
  • გადახდის პირობა - 0.15
  • საგარანტიო ვადა - 0.05

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით 2015 წლის 14 სექტემბერს 15:00 სთ-მდე.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.

შესაბამისად, პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

დავით ედიშერაშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 274714
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ