ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T725 - ტენდერი მაკულატურის გატანაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ფინკა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს მაკულატურის გატანაზე. პრეტენდენტებს გთხოვთ, შემოგვთავაზოთ მაკულატურის გატანასთან დაკაშირებული თქვენი წინადადებები

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამოწარმეო რეესტრიდან;
  • წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ტენდერი პირობები და მოთხოვნები:

  • კომპანიამ უნდა განახორციელოს მაკულატურის გატანა მოთხოვნის შესაბამისად. 
  • კომპანია აიღებს ვალდებულებას განახორციელოს მაკულატურის ტრანსპორტირება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებიდან
  • კომპანია ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს მაკულატურაში არსებული ინფორმაცია.
  • სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით. ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის მონაწილეებს შორის შეირჩევა კომპანია/კომპანიები, რომლებიც შემოგვთავაზებენ საუკეთესო მომსახურების პირობებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, კონვერტში მოთავსებული სატენდერო წინადადება მოიტანეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი #71, მე-3 სართული, სს ფინკა ბანკი საქართველოს სათავო ოფისი.

სატენდერო წინადადების შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 18 სექტემბერი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ