ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T749 - ტენდერი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს, ჭურიის დარგოლვის ცენტრის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტის დასახელება, ზოგადი მახასიათებლები და მოწოდების ვადები:

შესყიდვის ობიექტის დასახელება და მახასიათებლები მოწოდების ვადა
ჭურიის დარგოლვის ცენტრის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ადგილი: საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელ ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2015 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 07 ოქტომბერი, 15:00 საათი.

სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.#222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: fondi@gmail.com