ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2015, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T750 - ტენდერი სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე: სმეკალოვკაზე გადასასვლელი თაღოვანი ხიდის; საგანმანათლებლო ტურისტული ბილიკის რეკონსტრუქციის (მოსწორება); საფეხმავლო ბილიკის (კოშკთან მისვლამდე); შავღელეზე გადასასვლელი ხიდის; დეკორატიული ღობის; ფრინველთა სათვალთვალო კოშკის (ორი ცალი); 3 ჰა ფართობის ეკლიანი მავთულით შემოღობვის; დაცულ ტერიტორიებში შესასვლელი გზის მარჯვნივ სმეკალოვკის არხთან მისვლამდე მიწის მოზვინვის და პარკინგის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტის დასახელება, ზოგადი მახასიათებლები და მოწოდების ვადები:

შესყიდვის ობიექტის დასახელება და მახასიათებლები მოწოდების ვადა
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე: სმეკალოვკაზე გადასასვლელი თაღოვანი ხიდის; საგანმანათლებლო ტურისტული ბილიკის რეკონსტრუქციის (მოსწორება); საფეხმავლო ბილიკის (კოშკთან მისვლამდე); შავღელეზე გადასასვლელი ხიდის; დეკორატიული ღობის; ფრინველთა სათვალთვალო კოშკის (ორი ცალი); 3 ჰა ფართობის ეკლიანი მავთულით შემოღობვის; დაცულ ტერიტორიებში შესასვლელი გზის მარჯვნივ სმეკალოვკის არხთან მისვლამდე მიწის მოზვინვის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვე

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ადგილი: საქართველო, ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #271.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2015 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 07 ოქტომბერი, 14:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.#222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: fondi@gmail.com