ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T752 - ინტერესთა გამოკითხვა - სასაჩუქრე პროდუქციის კატალოგები

ტენდერის აღწერილობა:

ბანკი რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გეგმავს  მარკეტინგული სასაჩუქრე პროდუქციის შესყიდვას, რისთვისაც შესაბამის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ სასაჩუქრე პროდუქციის კატალოგები.

ბანკი შემდგომში შერჩევას განახორციელებს პრეტენდენტების მიერ მოწოდებული კატალოგების გათვალისწინებით.

კომპანიები არ არიან შეზღუდულნი წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია შეხედულებისამებრ.

იმ შემთხვევაში თუ კალატოგის ზომა აღემატება მეილზე დასაშვებ გაგზავნის ლიმიტს, გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია ატვირთოთ საიტზე და მეილზე გადმოგვიგზავნოთ აღნიშნული ლინქი.

გთხოვთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოადგინოთ ქვემოთ მითითებულ ორივე ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: „ინტერესთა გამოკითხვა - სასაჩუქრე პროდუქციის კატალოგები. “

ან მოგვაწოდოთ ს.ს. ბანკი რესპუბლიკას სათაო ოფისში და დატოვოთ კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. #2

გთხოვთ მოწოდებულ დოკუმენტაციას დაურთოთ ადრესატის რეკვიზიტები: ნინო ცქვიტაია, შესყიდვების დეპარტამენტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ. ტელ: 2 90 90 90 (1610)

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ