ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T767 - ფასთა გამოკითხვა გაზგასამართი სვეტის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შესასყიდი პროდუქციის განახლებული რაოდენობა არის 4 ცალი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას გაზგასამართი სვეტის შესყიდვის თაობაზე.

რაოდენობა: 4 ცალი.

გაზგასამართი სვეტის სპეციფიკაცია:

  • წარმადობა: 500 მ3 საათში;
  • შლანგი-2 ც. დამცავი უკანა სარქველით, NGV1 ტიპის პისტოლეტით: ერთი შლანგის წარმადობა 250 მ3;
  • 2 ხაზიანი მიწოდებით;
  • სოფტით;
  • მზომი დანადგარი-Micro motion, Endress+Hauser;
  • კლავიატურით-მინიმუმ 2 ც;
  • ავარიული გათიშვის ღილაკით;
  • 2 ხაზიანი მიწოდებით;
  • პნევმო სარქველებით;
  • გამაფრთხილებელი ნიშნებით;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დაცვით;

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

1. დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია გაზგასამართი სვეტის მახასიათებლების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • პროდუქციის ღირებულება, ხარისხი (სერთიფიკატები) და მიწოდების ვადები;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;

2. გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 2 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი--40%; ხარისხი და საგარანტიო პირობები--40%; მიწოდების ვადა--10%; გადახდის პირობა--10%;

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 6 ოქტომბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 97 07 31. საკონტაქტო პირი ნუგზარ ნათობაიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ