ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T769 - ტენდერი სათაო ოფისის დასუფთავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;

მომსახურების დასახელება:

  • სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურება

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების მომსახურებისათვის;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეათანხმოს თანამშრომლების უნიფორმების დიზაინი სს „საქართველოს ბანკთან“;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ქვემოთ აღნიშნულს:
    ჰიგიენური ქაღალდის და თხევადი საპნის უფასო შეთანხმებული ლიმიტი:
    ქაღალდის ხელსახოცები Z-ის ტიპის - 45 ყუთი (12 ცალი – 250 ხელსახოციანი შეკვრა);
    ტუალეტის ქაღალდი მინი ჯამბო-ს ტიპის - 25 ყუთი (12 ცალი - 140 მეტრი)
    თხევადი საპონი - 80 ლიტრი
    დისპენსერების გადაცემა და დამონტაჟება უფასოდ
  • სამუშაო გრაფიკი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 28 სექტემბრიდან– 2015 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე;  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 07 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის  სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://www.tenders.bog.ge/?action=tender&id=452&lang=geo