ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T773 - ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ G.M.M.” დაარსდა 2012 წლის აპრილის თვეში . მისი ძირითადი საქმიანობაა კვებითი უზრუნველყოფა , დისტრიბუცია , მომარაგება , გადაზიდვები. შპს “ G.M.M.” 2012 წლის 30 აპრილიდან 2013 წლის 16 იანვრის ჩათვლით იყო შპს ”ქართული კვების” ქვეკონტრაქტორი სადაც უწევდა მომსახურებას საკვები პროდუქტებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებს მთელ აღმოსავლეთ საქართველოში . ამჟამად არის „სახელმწიფო კვებითი კომპანის“ს ქვეკონტრაქოტირ.ამის პარალელურად შპს “ G.M.M.” ახორციელებს რესტორნების და მაღაზიების მომარაგებას საკვები პროდუქტებით თბილისის მასშტაბით, მონაწილეობას იღებს ტენდერებში . ”“ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“, „ბათუმის ბაგა- გაღების გაერთიანება“. ასევე გაგვაჩნია სასაწყობო სამეურნეო ტიპის საბითუმო მაღაზიები , ესენი არიან განლაგებული დაბა ჟინვალი , თეთრიწყარო , დმანისი,კასპი , წალკა და კიდევ იგეგმება 15 ესეთი ტიპის მაღაზიების გახსნა მაღალ მთიან რეგიონებში. 
2013 წლის 11 მარტიდან ჩვენ ვუწევთ კვებით უზრუნველყოფას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებს მთლიანი საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება სრული მომსახურება კვების კუთხით) , ასევე თავდაცვის ობიექტებს .
შპს “ G.M.M.” -ს გააჩნია შემდეგი სასაწყობე მეურნეობები , როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე აღმოსავლეთში , კერძოდ დასავლეთ საქართველოში ბათუმის საწყობი 1500კვ ფართით , , აღმოსავლეთი - 5000 კვ ,სასურსათო ორი მაცივარი - 120 კვ ფართით, 1 საყინულე მაცივარი 100 კვ ფართით . კერძო საკუთრებაში სამი 25 ტონიანი ტრაილერი , ხუთი 8 ტონიანი მაცივარი - მანქანა , ერთი 10 ტონიანი მანქანა , 6 სატვირთო ავტომანქანა .

შპს “ G.M.M.”-ი აცხადებს ტენდერს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე.

პროდუქციის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერი მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე მითითებული საქონლისთვის (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი);
  • მიუთითეთ საგარანტიო პერიოდი და პირობები;
  • გადახდის პირობები;
  • ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთარეესტრიდან / პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

შპს “G.M.M.” არ აანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ ტენდერის დასახელება წერილის სათაურში (SUBJECT).

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2015 წლის 15 ოქტომბერი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია შპს “G.M.M.” - ის ოფისში: გარდაბნის რაიონი, სოფ.თელეთი , ან ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით: g.m.m.2012company@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე: 591 02 50 00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ