ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T779 - ტენდერი ელექტროქვესადგურის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის სამშენებლო მოედანზე ელექტროქვესადგურის მოწყობაზე.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ

  • სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 20.10.2015
  • ობიექტზე ცხოვრების ხარჯები: ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს პერსონალის დაბინავების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
  • სამუშაოების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
    ა. ტექნიკური დავალება;
    ბ. შპს „ენერგოპროექტი-2009“-ის მიერ დამუშავებული გვირაბისა და ჰესის ნაგებობების მშენებლობისათვის სიმძლავრის გაზრდის პროექტი:

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
  • შესასრულებელი სამუშაოს მეთოდოლოგია და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ოქტომბერი 18:00.

ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ