ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T786 - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ქუდების დამზადება/შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სწრაფი გადახდის აპარატის ქუდების დამზადება/შეძენაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ნიმუში იხილეთ თან დართულ ფოტოზე;
შესაძლებელია დამზადებული ნიმუშის ნახვაც;

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები

დასახელება რაოდენობა ზომა მასალა ფერი ერთეულის ფასი
სწრაფი გადახდის აპარატის ქუდი 100 ზომები მითითებულია თან დართულ ფოტოზე; რკინის ფურცლოვანა 2მმ სისქის - 2კვ.მ; საღებავი - 1.5 კგ (იღებება ორჯერ) წითელი  
ჯამური ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით)  

 განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 21 ოქტომბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ქუდების შეძენაზე).

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თამუნა მუჯირი
ტელ: 577 04 05 05
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ