ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T791 - ტენდერი თერმული ქაღალდების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს თერმული ქაღალდების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ცხრილის მიხედვით;
  • პროდუქციის ნიმუშები თანდართული ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

  • შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ ცხრილში;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ცხრილში მითითებული რაოდენობით შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფაილში მითითებული თემული ქაღალდის ყველა სახეობის ნიმუში;
  • ბანკისთვის მისაღები ნიმუშის ნახვა, წინასწარ შესაძლებელია. ნიმუშის სანახავად დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პიროვნებას.

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 27 ოქტომბერი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი თერმული ქაღალდების შესყიდვაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ზაზა გოგსაძე 599 88 08 17
ირაკლი ადამაშვილი 591 28 42 02
ელ-ფოსტა: Zaza.Gogsadze@libertybank.ge; irakli.adamashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ