ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T798 - კონკურსი პუბლიკაციების ბეჭდვის უფლებაზე

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობიის საზოგადოების „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამა“ (PN 14.2203.9-004.00)  გეგმავს GIZ მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების (იხ. დანართი 1) ბეჭდური ფორმით გამოცემის უფლება უსასყიდლო ლიცენზიით გადასცეს მესამე პირს/პირებს. ორგანიზაციის მიზანია ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს პუბლიკაციების უფრო დიდი ტირაჟით გამოცემას და ფართო გავრცელებას.

ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

  • დანართში მითითებულ რომელ პუბლიკაციებზე (ლოტზე) სურთ ლიცენზიის მიღება (შეგიძლიათ განცხადება წარმოადგინოთ ერთ, რამდენიმე ან ყველა პუბლიკაციაზე);
  • ერთი წიგნის გასაყიდი ფასი ( გასაყიდ ფასში იგულისხმება წიგნების საცალო სარეალიზაციო ფასი) ეროვნულ ვალუტაში (ლოტების შესაბამისად);
  • შესაბამისი ბეჭდვის გამოცდილება (დაბეჭდილი მსგავსი პუბლიკაციების სია) და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახით აპირებს პუბლიკაციების გავრცელება/გაყიდვას (მაგ. ინფორმაცია წიგნების მაღაზიების შესახებ და ა.შ.);
  • ქაღალდის, ბეჭდვის და აკინძვის ნიმუში (თან დაურთეთ წარმოდგენილ განაცხადს კონვერტში);
  • პირის/ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი (იურიდიული პირის შემთხვევაში დაურთეთ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

ლიცენზიის მიმღები ლიცენზიის მიღებით იკისრებს ვალდებულებას:

  • შეინარჩუნოს ბეჭდვის შეთანხმებული ხარისხი
  • გამოსცეს პუბლიკაციები შეთანხმებული ტირაჟით
  • უზრუნველყოს დაბეჭდილი პუბლიკაციების რეალიზაცია
  • პუბლიკაციის სარეალიზაციო ფასად არ დაადგინოს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ შემოთავაზებაში მითითებულზე მაღალი თანხა
  • პუბლიკაციის უკანა ყდაზე მიუთითოს მისი გასაყიდი ფასი
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს, რომ პუბლიკაცია მომზადებულია GIZ და BMZ დაკვეთითა და მხარდაჭერით (შესაბამისი ტექსტის ფორმას GIZ მიაწვდის ლიცენზიის მიმღებს).
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს დაბეჭდვის თარიღი და ტირაჟი
  • პუბლიკაციის უკანა ყდაზე მიუთითოს ISBN, შტრიხ კოდი.
  • ლიცენზიის მიღებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში გამოსცეს ლიცენზიის საფუძველზე დასაბეჭდი რაოდენობის არანაკლებ ნახევარი, წარმოადგინოს ეგზემპლარი ხარისხის შემოწმების მიზნით, 10 ცალი ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადასცეს ლიცენზიის გამცემს.

ლიცენზიის გაცემის პირობები:

GIZ ლიცენზიის მიმღებს გადასცემს შესაბამის საბეჭდ ფაილებს.
ლიცენზიის მიმღებს უფლება არ აქვს გადასცეს ან დაუთმოს მესამე პირს ლიცენზიის საფუძველზე მიღებული უფლებები.
ლიცენზიის მიმღების მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში GIZ უფლებას იტოვებს გამოითხოვოს ლიცენზია.
GIZ იღებს ვალდებულებას, არ დაბეჭდოს ლიცენზიით გაცემული პუბლიკაცია და არ გასცეს მესამე პირებზე დაბეჭდვისა და გაყიდვის უფლება ლიცენზიის მოქმედების პერიოდში.
GIZ იტოვებს უფლებას ლიცენზიით გადაცემული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები დატოვოს უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი საკუთარი და სხვა, მისგან უფლებამოსილი, ორგანიზაციების ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით. ამასთან, ლიცენზიის გაცემამდე გამოცემული ეგზემპლარები გაავრცელოს უსასყიდლოდ (თუ ასეთი არსებობს). ლიცენზია გაიცემა 2017 წლის 31 მარტამდე. ლიცენზიის მიმღების მიერ ლიცენზიის ვადის განმავლობაში განსაზღვრული ტირაჟის გაზრდის სურვილის შემთხვევაში GIZ განიხილავს შემოთავაზებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მიღებული შემოთავაზებებიდან უპირატესობა მიენიჭება იმ შემოთავაზებას, რომლის მიხედვითაც დადგენილი იქნება ყველაზე დაბალი სარეალიზაციო ფასი, მაღალ ხარისხსა (უპირატესობა მიენიჭება აივორს ან მსგავს (მოყვითალო) ქაღალდს, 60-80 გრამიან ქაღალდს წიგნის მოცულობის მიხედვით) და ტირაჟთან ერთად. ფასის, ხარისხისა და ტირაჟის მიხედვით შეფასებისას აღნიშულ კრიტერიუმებს მიენიჭება შესაბამისად 60, 30 და 10 ქულიანი კოეფიციენტი. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ხარისხი ან ფასი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, GIZ იტოვებს უფლებას არ გასცეს ლიცენზია.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

გთხოვთ კონვერტზე აგრეთვე მიუთითოთ მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 14.2203.9-004.00

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ 1 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ზემოხსენებულ მისამართზე.

საორგანიზაციო საკითხებზე კითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
ტელ. ნომერი 995 32 2 201812
ketevan.saatashvili@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ