ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T802 - ტენდერი ზამთრის სპეც.ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს სამსახურეობრივი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის, კერძოდ ქურთუკების შეძენაზე.

კომპანია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესასყიდი დათბილული ქურთუკების რაოდენობა-229 ცალი.

რაოდენობები ზომების მიხედვით დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ქურთუკების სპეციფიკაციები იხილეთ დართულ ფაილში

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში;
  • ინფორმაცია წარმოდგენილი ნიმუშის ქსოვილის შემაგენლობის შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ (დღგ-ს ჩათვლით),
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 26 ოქტომბერს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 40%; ხარისხი და საგარანტიო პირობები 30%; მიწოდების ვადები 20%; გადახდის პირობები 10%.

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 27 ოქტომბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ