ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T842 - ტენდერი საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 17 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 41 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე. (თბილისსა და რეგიონებში).

საქონლის დეტალური ჩამონათველი და სერვისცენტრების მისამართები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:

აუცილებელი პირობა:

  • ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება
  • პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 დღისა, ხოლო რეგიონში 5 სამუშაო დღეში.
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

  • კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი
  • სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
  • პროდუქციის ღირებულება ლარში
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან სრული დოკუმენტაცია კომპანიის შესახებ.
  • კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71,  ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2015 წლის 13 ნოემბერი 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: lmujirishvili@finca.ge და tzviadadze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ