ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T859 - ტენდერი ბრონირებული ფირისა და მინების დაბურვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურების შესყიდვაზე;

საქონლის დასახელება:

  • 200 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
  • 300 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
  • ტრანსპორტირება თბილისის გარეთ 100 კმ.-ს შემდეგ - 1 კმ. მანძილის ტრანსპორტირების ღირებულება

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. აუცილებელია აიტვირთოს კომპანიის და პროდუქციის მწარმოებლის სერთიფიკატები ;
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს თეთრი („მატოვი“) ფერის მინების დაბურვა;
  • შეკვეთის სიხშირე დაახლოების არის თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული პუქტების მიხედვით ბრონირებული ფირების ნიმუში; ფირების მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაურს:
    o მობ: 595 599030
    o ტელ: 2 444 444 (4121)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 3 ნოემბერი – 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთშესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=467&lang=geo